Cvenze reklama siaxleebis eqsporti kontaqti
mTavari momsaxureba tarifebi upiratesobebi kiTxva - pasuxi qseli klientebi partniorebi biblioTeka RSS feed
anonsi mediisTvis
ყველა
კომპანია ბილაინი საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს აჯილდოებს
September 12-19, 2010 will be held in V Batumi Art-House Film International Film Festival
2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)
gancxadebebi
ყველა
ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი ქართველ ბლოგერებს 12-19 სექტემბერს,იწვევს ბათუმში,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსის მიღების პროცესს ეხმაურება
statiebi
ყველა
"მიკროდაფინანსების" მორიგი წარმატებული პროექტი სამეგრელოში
პროექტის “მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის” შესახებ
“მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის” შიდა ქართლში აქტიურად მუშაობს


რითი განსხვავდება თქვენი მომსახურება სხვა კომპანიების მომსახურებებისგან?

ჩვენ პირველი და ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც ასეთ უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს, ამიტომ ძნელია რომელიმე სხვა კომპანიას შეადარო იგი. ჩვენი მომსახურება და მისი ეფექტი განსხვავებულია ყველა სხვა დანარჩენი კომპანიის საქმიანობისაგან საქართველოში.

ჩემი ორგანიზაციის ბიუჯეტი ძალიან მცირეა. რამდენად გამართლებულია ჩემი ორგანიზაციის თანამშრომლობა თქვენთან?

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელი, სწორედაც რომ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები და ის არამოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები არიან, რომლებსაც არ აქვთ ბიუჯეტი რეკლამისათვის და სხვა სახის პიარ ღონისძიებებისათვის, თუმცა ისინი თითქმის ყოველ კვირა ქმნიან მედიისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო სიახლეებს. ჩვენ ვეხმარებით ზუსტად ასეთ ორგანიზაციებს იმიჯის და რეპუტაციისა ფორმირების და კომუნიკაციის მართვის პროცესში.

როდის იმსახურებს პრესრელიზი და მისი შინაარსი მედიის ინტერესს?

თუ თქვენმა კომპანიამ დანერგა ახალი პროდუქტი ბაზარზე, თუ თქვენ გამოეცით წიგნი, თუ თქვენმა ორგანიზაციამ თანამშრომლად აიყვანა გამოცდილი პროფესიონალი, თუ თქვენი კომპანიის თანამშრომელი დააჯილდოვეს, ან თქვენმა კომპანიამ დაასპონსორა საქველმოქმედო აქცია, ა.შ. ეს ყველაფერი პრესრელიზის თემებია და იგი მედიას ამ სიახლეებს პრესრელიზის სახით აწვდის. მაგრამ აქვე უნდა დავსვათ კითხვა: მართლა გამოიწვევს ესა თუ ის სიახლე მედიის ინტერესს? იმისათვის, რომ ნებისმიერი სიახლე საინტერესო იყოს მედიისათვის, საჭიროა არ გავიმეოროთ შეცდომები, რომელსაც ბევრი პრესრელიზის ავტორი უშვებს, კერძოდ: უმეტესობა პრესრელიზებში რომელიც იგზავნება მედია საშუალებებში არ ჩანს თუ რა გავლენას ახდენს ზოგადად ესა თუ ისე სიახლე საზოგადოებაზე, მომხმარებლებზე, პარტნიროებზე, სხვა კომპანიებზე, ქვეყნის განვითარებაზე და ა.შ.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, თქვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე აიყვანეთ გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ახალი სახეა თქვენი კომპანიისათვის. ეს უკვე სიახლეა და ამ სიახლის მედიაში გასავრცელებლად თქვენ დაიწყებთ პრესრელიზის მომზადებას და მის გავრცელებაზე ზრუნვას. როგორც ყველა პრესრელიზი, თქვენი პრესრელიზიც დაიწერება სპეციალური სტრუქტურით, რომელმაც აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი რამოდენიმე კითხვას: ვინ, რა, როდის, სად და როგორ, მაგრამ ძირითადი ინტერესი მედიის მხრიდან არის კითხვაზე პასუხი "რატომ"?

პრესრელიზის მომზადების დროს, აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა ძირითადი მესიჯებით შეძლებთ მედიის და საზოგადოების დაინტერესებას. ასევე, არ დაივიწყოთ, რომ პრესრელიზის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის თქვენი ორგანიზაციის პოპულარიზება, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი პრესრელიზი აერთიანებს იფნორმაციას, რომელიც საინტერესოა საზოგადოებისათვის და ამავდროულად ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ.

რა შეიძლება იყოს პრესრელიზის თემა?

  • ფირმის მიერ შემოთავაზებული ახალი პროდუქცია, სერვისი ან სტაჟირება
  • საქართველოში ახალი ბრენდის შემოსვლა
  • თქვენი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის გაცნობა
  • თქვენი კომპანიის ჩართულობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში
  • თქვენი კომპანიის გაწევრიანება პროფესიულ ასოციაციაში
  • თქვენი კომპანიის ფილიალის გახსნა
  • თქვენი თანამშრომლის რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივ სემინარში, კონფერენციაში ან შეხვედრაში მონაწილეობა
  • თქვენი კომპანიის ან ორგანიზაციის დაბადების დღის იუბილე
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფირმაში
  • თქვენი კომპანიის ვებ.გვერდის შექმნა
  • წარმოების განახლების პროგრამა
  • პროდუქციის ასორტიმენტის ახალი სახეობები
  • სიახლე კონკრეტულ დარგში
  • აღმოჩენა ან რაიმე მიღწევა სამეცნიერო თუ საწარმოო დარგში
  • ახალი იდეა ან მოსაზრებების გამოთქმა აქტუალურ თემებზე
  • დაჯილდოება
  • კომპანიის მიერ პრიზის მოპოვება საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე
  • თქვენი თანამშრომლის მიერ რაიმე პრიზის მიღება
  • სტრუქტურული ცვლილებები კომპანიაში
  • თქვენი კომპანიის მიერ სპონსორის ან პარტნიორის მოძიება
  • კრედიტის ან გრანტის მიღება
  • თქვენი კომპანიის მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონის გამოფენებში
  • ახალი პიროვნების დანიშვნა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
  • საქველმოქმედო აქციის მოწყობა ან მათი დაფინანსება და სხვა მრავალი

რა ფორმით აგზავნით პრესრელიზებს მედია საშუალებებში?

ყველა პრესრელიზი იგზავნება ელ.ფოსტის და ფაქსის საშუალებით ყველა ამ სერვისის ხელმომწერ მედია საშუალების რედაქტორთან და ჟურნალისტთან. დაგზავნის ფორმა წინასწარ შეთანხმებულია მედიასთან და ვუგზავნით იმ ფორმით, რომელიც მათთვის უფრო კომფურტული და მოსახერხებელია.

გვაძლევთ თუ არა იმის გარანტიას რომ ჩემი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდება რომელიმე მედია საშუალება და მოხდება მისი გააშუქება?

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი პრესრელიზი დაეგზავნება ყველა მედია საშუალებას და ჟურნალისტს, რომლებსაც გამოწერილი აქვთ ჩვენი მომსახურება (იხილეთ სია ). რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ თქვენი ყველა პრესრელიზი მიიპყრობს მედიის ყურადღებას და გაშუქდება, რადგან არჩევანს სიახლის განთავსებაზე გაზეთში, თუ სხვა ნებისმიერ მედია საშუალებაში ჟურნალისტი და რედაქტორი აკეთებს და არა ჩვენ. ჩვენ მათ მხოლოდ მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული პრესრელიზებით ვამარაგებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი თანამშრომლები იზრუნებენ იმაზე, რომ სიახლემ თქვენი ორგანიზაციის შესახებ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს სხვა მსგავსი ტიპის სიახლეებს მედია საშუალებებში მოსახვედრად.

ჩვენ ვართ სიახლეებისა და პრესრელიზების გავრცელების სააგენტო, რომელიც პოპულარობით და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს ქართულ მედიაში, ამიტომ ჩვენს მიერ გავრცელებული პრესრელიზი და სიახლე უფრო სანდო, დამაჯერებელი, პროფესიონალური, ფაქტებზე დაყრდნობილი და ინფორმაციულია, ვიდრე სხვა პრესრელიზი, რომელსაც მედია საშუალებები დღეში რამოდენიმე ათეულობით იღებს.

საიდან მეცოდინება რომ ჩემი პრესრელიზი გაგზავნილია?

პრესრელიზის დაგზავნიდან რამოდენიმე საათში, თქვენ მიიღებთ სრულ სიას იმ მედია საშუალებების და კონტაქტების შესახებ, რომლებმაც მიიღეს თქვენი პრესრელიზები. ასევე თქვენი პრესრელიზი გარანტირებულად განთავსდება შემდეგ ონლაინ გამოცემებში: http://www.publicity.ge / http://news.boom.ge და საინფორმაციო სააგენტოების ყოველდღიურ სიახლეებში.

რა ტიპის შედეგს შეიძლება რომ ველოდე თქვენი მომსახურების შემდეგ?

შედეგი სხვადასხვაგვარია და ერთიანი სტანდარტი არ არსებობს: ჩვენი ზოგი კლიენტი, მას შემდეგ რაც მისი ორგანიზაციის შესახებ პრესრელიზი გავრცელდება მედია სივრცეში, მიიღებს სატელეფონო ზარს ჟურნალისტისაგან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მისი ორგანიზაციის შესახებ უკვე მზა ინფორმაციას ნახავს მომდევნო დღის ან კვირის გაზეთში; ზოგი კლიენტი, საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას გაიგებს რომელიმე პროფესიული ინტერნეტ გამოცემის, ყოველთვიური ან კვარტალური გამოცემის, სატელევიზიო ან რადიო გადაცემის საშუალებით, თუმცა ჩვენი მომსახურების უნიკალურობა იმაში მგომარეობს, რომ პრესრელიზი თქვენი კომპანიის შესახებ არ დაიკარგება და გარანტირებულად გამოქვეყნდება შემდეგ ონლაინ გამოცემებში: http://www.publicity.ge და http://news.boom.ge და საინფორმაციო სააგენტოების ყოველდღიურ სიახლეებში.

ითვლება თუ არა თქვენს მიერ გაგზავნილი პრესრელიზი "სპამად"?

არა, რადგან: ა) ჩვენ არ ვაგზავნით სარეკლამო განცხადებებს და არ ვტვირთავთ ჟურნალისტების ელ.ფოსტის ყუთებს არასაინტერესო ინფორმაციებით. ჩვენ ჟურნალისტებს, მათი ოფისიდან გაუსვლელად ვთავაზობთ მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებულ პრესრელიზებს მათთვის აქტუალური თემებით. ბ) ჩვენ მხოლოდ იმ ჟურნალისტებს და რედაქტორებს ვამარაგებთ პრესრელიზებით, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და გამოიწერეს ჩვენი მომსახურება. ეს სია კი რეგულარულად იზრდება და მოიცავს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ძირითად მედია საშუალებას. ჩვენი მედია კონტატების დეტალური ჩამონათვალი ნახეთ აქ .

რა ინტენსივობით უნდა ვაგზავნო პრესრელიზი მედიაში?

თანამედროვე საზოგადოებასა და მაღალ დონეზე განვითარებული მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში, პრესრელიზის ერთხელ გაგზავნა არასაკმარისია, რადგან მას ყოველდღიურად ათეულობით მსგავსი პრესრელიზი უწევს კონკურენციას. ორგანიზაციის იმიჯის და რეპუტაციის მშენებლობის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულარული კონტაქტი. პრესრელიზი და სხვა პიარ ღონისძიებები, მათ შორის პრესტურები, ამის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენი დაკვირვებით, იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაციის შესახებ მუდმივად იყოს საზოგადოების ინტერესი, აუცილებელია თვეში მინიმუმ ერთი პრესრელიზის გავრცელება, ამით ორგანიზაცია მუდმივ კონტაქტშია საზოგადოებასთან და მართავს მისი ორგანიზაციის და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პროცესს. აუცილებელია, განიხილოთ თითოეული პრესრელიზი, როგორც მიმდინარე მედია კამპანიის ნაწილი.

გულისხმობს, თუ არა თქვენი მომსახურება უკვე დაწერილი და რედაქტირებული პრესრელიზის გავრცელებას?

რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მზა პრესრელიზებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების და კომპანიის პიარ მენეჯერებისაგან მედიაში გასავრცელებლად. ჩვენ მხოლოდ ვაძლევთ მათ სპეციალურ სტანდარტულ ფორმას, ვუკეთებთ გრამატიკულ შესწორებებს, თუ ამის აუცილებლობაა და იმავე დღესვე ვავრცელებთ მედიაში. პრესრელიზების მიღების და გავრცელების დრო არის მაქსიმუმ 4 საათი.

გულისხმობს, თუ არა თქვენი მომსახურება პრესრელიზების მომზადებას?

დიახ. გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე მზა პრესრელიზებს ვაგზავნით ჩვენს მედია კონტქტებში მცირედი კორექტირების შემდეგ, ჩვენ ასევე გთავაზობთ პრესრელიზების მომზადებას. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ მოგვაწოდოთ სიახლეები, ან მოგვიყვეთ საინტერესო მაგალითები თქვენი საქმიანობის შესახებ და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები თქვენზე საიტერესო ისტორიებს შექმნიან. გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებში, ჩვენი თანამშრომლები ესტუმრებიან თქვენს ოფისს, დეტალურად გაეცნობიან თქვენს საქმიანობას. ამის შემდეგ კი ჩვენი კომპანია თქვენთვის შეასრულებს მედიასთან ურთიერთობების მენეჯერის ფუნქციას. ხოლო მათ ვისაც უკვე ჰყავთ პიარ მენეჯერები და აქვთ ორგანიზაციულად განვითარებული პიარ განყოფილებები, ჩვენი კომპანია ერთგვარი მარჯვენა ხელი იქნება მათთვის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში.

რამდენი ხანია საჭირო პრესრელიზის მოსამზადებლად?

ეს დამოკიდებულია ჩვენი კლიენტების დაკვეთების რაოდენობაზე. თუმცა, მაქსიმალური დრო ამ შემთხვევაში, რომელიც სჭირდება პრესრელიზების მომზადებას დიდი დაკვეთების პირობებში, იანგარიშება 3 სამუშაო დღე. ეს დრო საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს ყველა საინტერესო ფაქტის მოძიება, კონსულტაცია დამკვეთთან, მომზადდეს შინაარსი და პრესრელიზის ფორმა, მოხდეს მისი გრამატიკული შესწორება და მედიაში გავრცელება.

იქნება, თუ არა შესაძლებელი პრესრელიზის საბოლოო ვერსიის გადახედვისა, რომ ვიცოდეთ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება ჩვენზე?

დიახ. ყველა პრესრელიზს, რომელსაც ჩვენი კომპანია ამზადებს თქვენთვის, მედია საშუალებებში გავრცელებამდე მოგაწვდით თქვენ საბოლოო დამტკიცებისათვის თუ ამის ინტერესი იქნება თქვენი მხირდან.

კვირის რომელ დღეებში ხდება პრესრელიზების გავრცელება?

ყოველდღე, ორშაბათიდან - პარასკევამდე, 11 საათიდან 7 საათის ჩათვლით.

გარანტირებული ფაბლისიტი

presturebi
პრესტური კომპანია ”გუდვილში”
მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ
მიმდინარე: ამჟამად პრესტურები არ არის დაგეგმილი
ყველა
presrelizebis kategoriebi
biznesi da ekonomika
xalxi da sazogadoeba
xelisufleba da politika
arqivi
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
gamokiTxva
ჩვენს რომელ მომსახურებას ანიჭებთ უპირატესობას?
პრესრელიზების გავრცელება
პრესრელიზების მომზადება
პრესტურების ორგანიზება
გარანტირებული ფაბლისითი
ანონსი მედიისთვის


გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
ხმის მიცემა
© 2010 PUBLICITY GROUP ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია: Pro-Service   dagvikavSirdiT
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში
Tel: 508444
Fax: 233005
Mob: 893311635
Mob: 877465590
E-Mail:
info@publicity.ge