ჩვენს შესახებ
PUBLICITY.GE – პრესრელიზებისა და კორპორაციული სიახლეების გავრცელების პირველი სააგენტოა საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს მათი იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებასა და კომუნიკაციური მართვის პროცესში.
ჩვენი თანამშრომლები შეგიქმნიან და დააგზავნიან თქვენი კომპანიის და ორგანიზაციის შესახებ პრესრელიზებს, ფინანსურ წარმატებებსა და განცხადებებს, ფოტოებს, ბროშურებს, წლიურ ანგარიშებს, მედია ანონსებს და სხვა მასალებს საჭიროებისამებრ ყველა ქართულ ცენტრალურ და რეგიონალურ მედია საშეუალებაში (გაზეთები, ჟურნალები, ინტერნეტ გამოცემები, პროფესიული ჟურნალები, პროფესიული გამოცემები, საინფორმაციო სააგენტოები, რადიოები და ტელევიზიები).
მედია საშუალებებში პრესრელიზებისა და ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტის გაგზავნისთანავე ისინი ავტომატურად განთავსდება ინტენეტ რესურსზე - http://www.publicity.ge და იქნება ხელმისაწვდომი არამარტო მედიისათვის, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის (პარტნიორები, კლიენტები, ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციები და ორგანზიაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზციები, ხელისუფლება, სტუდენტები და ა.შ). ის არ წაიშლება საიტიდან და იქნება განთავსებული სპეციალურ განყოფილებაში სახელწოდებით პრესრელიზების კატეგორიები.
ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისათვის და იმ არამოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომლებსაც საკუთარ ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ ჰყავთ მედიისათვის საინტერესო პრესრელიზების მომზადებასა და გავრცელებაზე პასუხისმგებელი პიარ მენეჯერი. გარდა ამისა, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია დიდი კომპანიების პიარ მენეჯერებისათვის, რომლებიც ჩვენი სახით, უნიკალურ და სანდო პარტნიორს იძენენ მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს მათი კომპანიების, ორგანიზაციების და სახლემწიფო დაწესებულებების რეპუტაციის მართვას.
მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება საინტერესო და ნოვატორულია ბეჭვდითი და ელეტრონული მედიის წარმომადგენლებისათვის. ჩვენი მომსახურება, სწორედაც რომ უფრო ეფექტურს ხდის ჟურნალისტების საქმიანობას. ჩვენ ხომ ჟურნალისტებს, მათი ოფისებიდან გაუსვლელად, რეგულარულად ვამარაგებთ კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შესახებ საინტერესო ინფორმაციებით და სიახლეებით?
ვფიქრობთ, რომ ჩვენი ნოვატორული მომსახურება, თავისი დაბალი ფასებითა და მოქნილი, უნიკალური სისტემით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის კეთილსასურველი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების პროცესში.
PUBLICITY.GE