|
კომპანია "გუდვილმა" მედიის წარმომადგენლებს ”გუდვილში” დანერგილი
HACCP-ისა და ISO სტანდარტების საკითხები გააცნო
2009 წლის 19 მარტს კომპანია "გუდვილმა" ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” მედია ტური და პრესკონფერენცია გამართა.
ღონისძიების მიზანი მედიისათვის კომპანიის მიერ
საქართველოში პირველად საცალო
გაყიდვებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პრეცენდენტის გაცნობა და "გუდვილში" დანერგილiი ISO სტანდარტების
საკითხების გაშუქება იყო.
ღონისძიება 12:00
საათზე, "გუდვილის"
პიცერიაში სტუმრობით გაიხსნა, სადაც დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ცნობილ
ფრანგ კონდიტერებს, გაეცნოთ და დაეგემოვნებინათ მათ
მიერ საოცარი ოსტატობით მომზადებული ორიგინალური პროდუქტები.
ღონისძიების მთავარი ნაწილი - პრესკონფერენცია - 12:30
საათზე "გუდვილის" საკონფერენციო დარბაზში შედგა. კონფერენციაზე
”გუდვილის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს
კომპანია "გუდვილის"
მიერ დანერგილი სტანდარტების როგორც მენეჯმენტის (ISO), ისე
უშუალოდ პროდუქციის (HACCP) ხარისხის კონტროლის საკითხებში.
მედია ტურსა და პრესკონფერენციაში მონაწილეობა 15 მედია საშუალების
წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, მათი უმრავლესობა ბიზნესისა და
ეკონომიკის სფეროებს წარმოადგენდა - გადაცემა ”კაპიტალი” (ტელეკომპანია ”იმედი”), გადაცემა ”ბიზნეს ტაიმი” (ტელეკომპანია ”მზე”), რადიო ”კომერსანტი”, ჟურნალი ”ბიზნეს ნიუსი”, საინფ. სააგენტო GBC
და ა. შ., თუმცა HACCP-ის სისტემისა და პროდუქციის უვნებლობის საკითხებით
საზოგადოებრივი მედია საშუალებებიც დაინტერესდნენ, მათ შორის გაზეთები - ”საქართველოს რესპუბლიკა”, ”რეზონანსი”, საინფორმაციო სააგენტო ”კავკას პრესი”...
ღონისძიების შედეგად ზემოაღნიშნულმა მედია საშუალებებმა მიიღეს
ინფორმაცია, რომ HACCP-ის ფარგლებში "გუდვილმა" დანერგა საერთაშორისო
სტანდარტის
მოთხოვნების შესაბამისი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც მომხმარებლისთვის
წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული
პროდუქტის/მომსახურების მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისათვის უვნებლობის
გარანტიას, რის მაგალითადაც "გუდვილმა" დამსწრე ჟურნალისტებს სპეციალური
საჩუქრები გადასცა "გუდვილის" ბულანჟერიის ხაზიდან, რომელიც HACCP-ის
სისტემის კრიტერიუმებზეა დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ
2010 წლის ბოლოსთვის საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა აუცილებელი მოთხოვნა იქნება
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის. „გუდვილი" აქაც ინოვატორი კომპანიის იმიჯს არ ღალატობს და ერთ-ერთი
პირველი ამკვიდრებს სისტემას ნებაყოფლობით.
"გუდვილი" უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობაში
მიღებულ ფრთოსან ფრაზას - ერთგვარ სლოგანს: "Safer food - better
business", რაც ნიშნავს უვნებელ სურსათს, პრესტიჟულობას და კომპანიის
მომსახურებით სულ უფრო მეტად კმაყოფილ მეტ კლიენტს.
ზემოაღნიშნული ღონისძიების ორგანიზება კომპანია ”გუდვილის” დაკვეთით საკონსულტაციო კომპანია
"Publicity Group"-მა უზრუნველყო.
###
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო PUBLICITY.GE
|