Cvenze reklama siaxleebis eqsporti kontaqti
mTavari momsaxureba tarifebi upiratesobebi kiTxva - pasuxi qseli klientebi partniorebi biblioTeka RSS feed
anonsi mediisTvis
ყველა
კომპანია ბილაინი საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს აჯილდოებს
September 12-19, 2010 will be held in V Batumi Art-House Film International Film Festival
2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)
gancxadebebi
ყველა
ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი ქართველ ბლოგერებს 12-19 სექტემბერს,იწვევს ბათუმში,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსის მიღების პროცესს ეხმაურება
statiebi
ყველა
"მიკროდაფინანსების" მორიგი წარმატებული პროექტი სამეგრელოში
პროექტის “მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის” შესახებ
“მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის” შიდა ქართლში აქტიურად მუშაობს

Business conference

Targmne.com



gancxadebebi
07.09.2009



გაიღრმავე ცოდნა პიარში და მიიღე სერთიფიკატი

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედია სკოლა გთავაზობთ

სასერთიფიკატო კურსს

პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა

სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს

კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგმვა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მიზნების და ამოცანების იდენტიფიცირება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და განხორციელება (სამოქმედო გეგმა)
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის რეალიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მონიტორინგი და შეფასება
კურსის განმავლობაში  მოწვეული იქნებიან ივენთ მენეჯერები ორი წამყვანი კომპანიიდან. ისინი  ისაუბრებენ თავიანთი კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებაზე და მათ მიერ განხორციელებულ საზოგადებასთან ურთიერთობის კამპანიებზე.

კურსის შესწავლისთვის გამოყენებული იქნება უახლესი ლიტერატურა და ლექტორის მიერ მომზადებული ქართულენოვანი სასწავლო მასალები და PowerPoint (CD) პრეზენტაციები.

კურსის ხანგრძლივობა:

კურსი მოიცავს 15 სამსაათიან შეხვედრას 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი). სწავლა იწყება 28 სექტემბერს.   

კურსს გაუძღვება ელდარ პირმისაშვილი

ელდარ პირმისაშვილს აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. ამჟამად არის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. გავლილი აქვს ინტენსიური ტრენინგი ტურინში (ეფექტური პიარი, 2008 წელი), ბარსელონაში (სტრატეგიული კომუნიკაციები და Pღ, 2006 წელი), ბუქარესტში (ბრენდი და ბრენდინგი, 2006 წელი), ასევე პიარის კურსი GIPA-ში.

მუშაობს პაირ სააგენტო PUBLICITY GROUP -ში PR მენეჯერად, არის იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცის PR ექსპერტი და სარეკლამო და ივენთ კომპანია PRIMA-ს PR კონსულტანტი. მუშაობდა კომპანია კოკა-კოლას Pღ განყოფილებაში და Pღ ასოციაცია PRIME GEORGIA-ში PR მენეჯერად, არის PR პორტალ PRWEEK-ის  რედაქტორი და PRGUIDE.GE - კორესპონდენტი.

ელდარ პირმისაშვილი არის ევროპული PR ასოციაცია PRIME EUROPE-ის წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს PR დღეების ორგანიზატორი. ის არის რამდენიმე ღია ლექციისა და 9 სტატიის ავტორი.

კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტებში საზოგადოებასთან ურთიერთობაში და ატარებს Pღ ტრენინგებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრში. კონსულტაცის უწევს კომპანიებს პიარის საკითხებში და არის მრავალი პიარ კამპანიის ავტორი და განმხორციელებელი.

კურსზე დასარეგისტრირებლად უნდა წარმოადგინოთ:


1.    პირადობის მოწმობის ასლი
2.    განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი
3.    ფოტოსურათი - 2 ცალი (საპასპორტო ზომის)
4.    რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე
5.    რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

მოთხოვნილი საბუთები უნდა წარმოადგინოთ კავკასიის მედიის სკოლაში 2009 წლის 18 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. 77 (დარეკეთ მისამართის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად).

შერჩევის მეორე ეტაპი ითვალისწინებს გასაუბრებას მიმღები კომისიის წევრებთან.

მოთხოვნები

სასურველია რომ აპლიკანტმა საშუალოზე უკეთ იცოდეს ინგლისური ენა, რათა მან შეძლოს სახელმძღვანელოებისა და დამატებითი ლიტერატურის წაკითხვა ინგლისურ ენაზე.

სწავლების ღირებულება:

კურსის ღირებულება შეადგენს 770 ლარს (კურსის აკადემიური წონა არის 7 ECTS კრედიტი, ხოლო ერთი ECTS კრედიტის ღირებულება არის 110 ლარი).

მოცემული სასერტიფიკატო კურსის იმ მსმენელს, ვინც გადაწყვეტს, რომ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელოს, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში საშუალება ექნება ეს კურსი სამაგიტრო პროგრამის დასასრულებლად აუცილებელი კრედიტების დასაგროვებლად გამოიყენოს.

შეკითხვებით მიმართეთ ლია ჩახუნაშვილს 31 32 25 ან 31 32 24 (შიდა 153) ან 899 90 22 98, ელ.ფოსტა: lchakhunashvili@cu.edu.ge; ან ნინო მარუაშვილს 31 32 25 ან 31 32 24 (შიდა 163); ელ.ფოსტა: csm@cu.edu.ge ან nmaruashvili@cu.edu.ge.

დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ მოცემულია ჩვენს ვებ საიტზე http://www.cu.edu.ge.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო PUBLICITY.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს ინფორმაცია წაკითხულია: 4415 << უკან

გარანტირებული ფაბლისიტი

presturebi
პრესტური კომპანია ”გუდვილში”
მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ
მიმდინარე: ამჟამად პრესტურები არ არის დაგეგმილი
ყველა
presrelizebis kategoriebi
biznesi da ekonomika
xalxi da sazogadoeba
xelisufleba da politika
arqivi
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
gamokiTxva
ჩვენს რომელ მომსახურებას ანიჭებთ უპირატესობას?
პრესრელიზების გავრცელება
პრესრელიზების მომზადება
პრესტურების ორგანიზება
გარანტირებული ფაბლისითი
ანონსი მედიისთვის


გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
ხმის მიცემა
© 2010 PUBLICITY GROUP ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია: Pro-Service   dagvikavSirdiT
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში
Tel: 508444
Fax: 233005
Mob: 893311635
Mob: 877465590
E-Mail:
info@publicity.ge