Cvenze reklama siaxleebis eqsporti kontaqti
mTavari momsaxureba tarifebi upiratesobebi kiTxva - pasuxi qseli klientebi partniorebi biblioTeka RSS feed
anonsi mediisTvis
ყველა
კომპანია ბილაინი საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს აჯილდოებს
September 12-19, 2010 will be held in V Batumi Art-House Film International Film Festival
2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)
gancxadebebi
ყველა
ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი ქართველ ბლოგერებს 12-19 სექტემბერს,იწვევს ბათუმში,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსის მიღების პროცესს ეხმაურება
statiebi
ყველა
"მიკროდაფინანსების" მორიგი წარმატებული პროექტი სამეგრელოში
პროექტის “მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის” შესახებ
“მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის” შიდა ქართლში აქტიურად მუშაობს

Business conference

Targmne.com



biznesi da ekonomika
03.12.2009

 
პრესრელიზი

3 დეკემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
”ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 59
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge

საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლის მედიასთან პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" ფარგლებში 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 დეკემბერი, 2009 - 3 დეკემბერს გორში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" პროექტის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი მედიის, პროექტის პარტნიორ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ტრენინგებისა და კონსულტაციური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის მიზანს ჟურნალისტებისათვის პროექტის მიზნებისა და უკვე მიღწეული შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

ევროკომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.

პროექტი ხორციელდება სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა - მთიანეთში. ეს ის სამი რეგიონია, სადაც ყველაზე მძიმედ აისახა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლში მოქმედი მედია საშუალებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ("ფინკა საქართველო", "ბანკი კონსტანტა", "ფინაგრო", ”კრედო”) და ბიზნეს კონსულტაციების მიმწოდებელი ორგანიზაციის (”GRDF”) წარმომადგენლები.

შეხვედრას დაესწრნენ შემდეგი მედია საშუალებების წარმომადგენელი ჟურნალისტები: გაზეთი ”ხალხის გაზეთი”, გაზეთი "ქართლის ხმა", გაზეთი ”ლომჭაბუკი”,  ტელეკომპანია ”თრიალეთი”, რადიო ”თრიალეთი".

შეხვედრის შედეგად დამყარდა სამუშაო კონტაქტები და ჩამოყალიბდა კომუნიკაციის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შესახებ ინფორმაციის უფრო ეფექტურად გავრცელებას.

###

პროექტს "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). 18-თვიანი ინიციატივის ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა - მთიანეთში მიკრო სესხები გაიცემა. გარდა ამისა, ბიზნეს ტრენინგები და კონსულტაციები ჩაუტარდება მცირე მეწარმეებს, ქალებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. მიკრო სესხების გაცემას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი: "ალიანს ჯგუფი", "კრედო",  "კრისტალი",  "კონსტანტა",  "ფინკა", "ფინაგრო" და " ლაზიკა კაპიტალი", და ბანკი "კონსტანტა". ბიზნეს ტრენინგებსა და კონსულტაციებს წარმართავს ტენდერის შედეგად შერჩეული ორგანიზაციები: "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია" მცხეთა მთიანეთში,  "საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი" შიდა ქართლში და "ერანი" სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროექტის საკომუნიკაციო მენეჯმენტს ახორციელებს "ფაბლისითი ჯგუფი".


ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო PUBLICITY.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს ინფორმაცია წაკითხულია: 3901 << უკან

გარანტირებული ფაბლისიტი

presturebi
პრესტური კომპანია ”გუდვილში”
მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ
მიმდინარე: ამჟამად პრესტურები არ არის დაგეგმილი
ყველა
presrelizebis kategoriebi
biznesi da ekonomika
xalxi da sazogadoeba
xelisufleba da politika
arqivi
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
gamokiTxva
ჩვენს რომელ მომსახურებას ანიჭებთ უპირატესობას?
პრესრელიზების გავრცელება
პრესრელიზების მომზადება
პრესტურების ორგანიზება
გარანტირებული ფაბლისითი
ანონსი მედიისთვის


გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
ხმის მიცემა
© 2010 PUBLICITY GROUP ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია: Pro-Service   dagvikavSirdiT
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში
Tel: 508444
Fax: 233005
Mob: 893311635
Mob: 877465590
E-Mail:
info@publicity.ge